სიონის საკათედრო ტაძარში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის აღმნიშვნელი მსახურება დაიწყო. სიონში ცოტა ხნის წინ მიბრძანდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, სწორედ ის წარუძღვება სააღდგომო მსახურებას სიონის ტაძარში.
იერუსალიმიდან საქართველოში ჩამოტანილი წმინდა ცეცხლიც, საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სწორედ სიონიდან გავრცელდება.
შეგახსენებთ, წმინდა ცეცხლი საქართველოში, დღეს, "ჯორჯიან ეარვეისის" სპცეციალური რეისით საქართველოს დელეგაციამ ჩამოაბრძანა.