აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ "უზარმაზარი რაოდენობით" ცარიელი ნავთობტანკერი აშშ-ისკენ მიემართება, რათა "მსოფლიოში საუკეთესო და ყველაზე გემრიელი" ნავთობით (და გაზით) დაიტვირთოს“.
Truth Social-ზე გამოქვეყნებულ ბოლო პოსტში ტრამპი აცხადებს, რომ "აშშ-ს აქვს უფრო მეტი ნავთობი, ვიდრე მსოფლიოს ორ უმსხვილეს სანავთობო ეკონომიკას ერთად აღებულს - და უფრო მაღალი ხარისხის".