18 ივნისი 2026,   13:14
ვრცლად
Artemis II-ის მისიის ეკიპაჟი დედამიწაზე წარმატებით დაეშვა

Artemis II-ის მისიის ეკიპაჟი დედამიწაზე წარმატებით დაეშვა - ინფორმაციას NASA ავრცელებს.

Artemis II-ის მისიამ მთვარის გარშემო მოგზაურობა დაასრულა და თბილისის დროით 4:07 საათზე წყნარ ოკეანეში, სან დიეგოს სანაპიროსთან წარმატებით დაეშვა.

Artemis II-ის ეკიპაჟის წევრებმა, რეიდ უაისმენმა, ვიქტორ გლოვერმა, კრისტინა კოხმა და ჯერემი ჰენსენმა 10-დღიანი მოგზაურობის ფარგლებში დედამიწიდან 252,756 მილს, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე შორ წერტილს მიაღწიეს და 56 წლის წინ აპოლო 13-ის მიერ დამყარებული რეკორდი მოხსნეს.

დედამიწაზე დაშვების შემდეგ ეკიპაჟის წევრები სამედიცინო შემოწმებისთვის აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდზე USS John P. Murtha-ზე გადაიყვანეს. მისიის მეთაურმა, რეიდ უაისმენმა აღნიშნა, რომ ეკიპაჟის ოთხივე წევრი თავს კარგად გრძნობს.

დღის ამბები