მოახლოებული მოლაპარაკებების წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ირანზე ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერა. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანს საერთაშორისო ასპარეზზე რეალური ბერკეტები არ გააჩნია.
"ირანელები, როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებენ, რომ მათ არავითარი კოზირი არ უჭირავთ, გარდა საერთაშორისო წყლების გამოყენებით მსოფლიოს მოკლევადიანი გამოძალვისა," აღნიშნა ტრამპმა.
მან ასევე განაცხადა, რომ ირანის არსებობის ერთადერთი მიზეზი ამ ეტაპზე მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომაა: "ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ისინი დღეს ცოცხლები არიან, მოლაპარაკებებია!".