აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი აცხადებს, რომ ტრამპის "არჩეული ომი" ირანში აშშ-ისთვის გრძელვადიან ზიანს გამოიწვევს.
"მაშინ, როცა ის ამაყად დააბიჯებს და ტრაბახობს იმით, თუ როგორ გაანადგურებს მთელ ხალხს, სინამდვილეში ის ჩვენს ქვეყანას ასუსტებს, არასანდოს და ნაკლებად გავლენიანს ხდის," - განაცხადა ჰარისმა.
დონალდ ტრამპის მიერ გლობალურ ალიანსებთან მოპყრობის შესახებ საუბრისას მან აღნიშნა: "ჩინეთი უბრალოდ მშვიდად ზის და პოპკორნს მიირთმევს".
კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ომი კიდევ უფრო გაზრდის ფასებს ამერიკელებისთვის.