18 ივნისი 2026,   17:01
ვრცლად
კირ სტარმერი საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებს შეხვდა, სადაც ცეცხლის შეწყვეტისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის საკითხი განიხილეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი სპარსეთის ყურის ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში, საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებს შეხვდა. მათ განიხილეს ცეცხლის შეწყვეტისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის საკითხი.

"მიღწეული ცეცხლის შეწყვეტა მყიფეა და მის შესანარჩუნებლად მხოლოდ სიტყვები არ არის საკმარისი, საჭიროა რეალური მოქმედება," - განაცხადა კირ სტარმერმა.

მას შემდეგ კი, რაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დოჰაში ჩავიდა, მასსა და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ლიდერებმა განიხილეს პრაქტიკული გეგმის საჭიროება, რათა რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს გადაზიდვები ჰორმუზის სრუტეში.

დღის ამბები