მედიასთან გამოჩნდა, მთავარ შეკითხვებს არ უპასუხა, თქვა, რომ შიდა პოლიტიკურ საკითხებზე საუბრის დრო არ აქვს, თუმცა 9 აპრილის მემორიალთან მისულმა გერმანიის ელჩმა დრო მოქალაქეთა მხოლოდ, იმ ჯგუფისთვის გამონახა და მიესალმა, რომელიც მემორიალთან მისვლის საშუალებას სწორედ 9 აპრილის მონაწილეებს არ აძლევდნენ. კითხვას - რატომ არ აახლებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მონაცემებს ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილია მითითებული - ბერლინიდან დიპლომატიური მისიით გამოგზავნილმა ელჩმა, თავი სხვადასხვა მიზეზით აარიდა.
დუმს ელჩი და დუმს საელჩოც. დიპლომატიური სამსახური კურიერის წერილობით შეტყობინებებს უკვე მეორე დღეა არ პასუხობს. მათ შორის იმაზეც, რატომ ხდება თბილისიდან-ბერლინში გაგზავნილი ვერბალური ნოტის იგნორირება. ვიდრე გერმანიის ფედერალური მთავრობა დუმს- საქართველოს ხელისუფლება მის მტრულ და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე საუბრობს. ისევე როგორც ელჩი ფიშერის, რომელიც მუდმივად რადიკალური პროცესების წახალისებითაა დაკავებული.
ფაქტი, რომ საქართველოს მონაცემები უცვლელი, სხვა ქვეყნების, მათ შორის რუსეთისა და სირიის შესახებ ინფორმაცია კი განახლებული - პრობლემას არ წარმოადგენს ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტები ირწმუნებიან, რომ ფედერალური მთავრობის ქმედებები დღესაც, ისეთივე სამართლიანი და ლოგიკურია, როგორც ყოველთვის.
დიპლომატისა და დიპლომატიური სამსახურის დუმილი, "ქართულ ოცნებას" კიდევ ერთხელ არწმუნებს, რომ ოფიციალურ ბერლინს, თბილისთან დაკავშირებით საკუთარი გადაწყვეტილების დასაბუთება არ შეუძლია. მმართველ პარტიაში დარწმუნებით ამბობენ იმასაც, რომ შურისძიების რეჟიმში მყოფი გერმანული დიპლომატია, საერთაშორისო პრინციპების დარღვევით, ზიანს მხოლოდ საკუთარ სახელმწიფოს აყენებს.
მონაცემების განახლების მოთხოვნით, გერმანიის საგარეო უწყებაში ვერბალური ნოტა ორჯერ- გასული წლის ივლისსა და მიმდინარე წლის მარტში გაიგზავნა. დიპლომატიური კორესპონდენციისთვის განსაზღვრული ვადა 4 აპრილს ამოიწურა, თუმცა მონაცემები მაინც უცვლელი დარჩა. ამიტომ ინფორმაციის განახლების მოთხოვნა, თბილისიდან ბერლინში უახლოეს დღეებში კიდევ ერთხელ გაიგზავნება.