"ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ასეთი არაპროფესიონალიზმი და არ კომპეტენტურობა, იმის ფონზე, რომ სირიისა და რუსეთის შესახებ უკვე განაახლეს ინფორმაცია," - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე, ეკა სეფაშვილი საუბრობს.
მისი თქმით, პეტერ ფიშერის ქცევა მისი მტრული დამოკიდებულების გამოვლენაა.
"რთულია, პეტერ ფიშერს ვუწოდოთ ელჩი, იმიტომ, რომ ის ელჩობის ყოველგვარ კომპეტენციას სცდება და იქცევა როგორც ერთ-ერთი ჩვეულებრივი რადიკალი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, პარალელურ რეალობაში. სწორედ მისი ამ მტრული დამოკიდებულების გამოვლენაა მისი საქციელი. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ასეთი არაპროფესიონალიზმი და არაკომპეტენტურობა, იმის ფონზე, რომ სირიისა და რუსეთის შესახებ უკვე განაახლეს ინფორმაცია. იმდენად უცნაურ მოვლენასთან გვაქვს საქმე, რომ აქ ლოგიკური ახსნა არ არის. როგორც ჩანს, ისევ და ისევ პასუხი უნდა ვეძებოთ იმ გლობალურ სცენარში, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მუშავდება და რომელიც მდგომარეობს არსებული ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლაში და სადაც როგორც ჩანს, ყველა იარაში, მათ შორის არაკომპეტენტურობა, არაპროფესიონალიზმი, ხალხის სპეციალურად შეცდომაში შეყვანა, ყველაფერი ეს გამოიყენება, როგორც ჩანს, სრული მასშტაბით," - აცხადებს ეკა სეფაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩი არ პასუხობს შეკითხვას, რატომ არ აახლებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მონაცემებს ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილი წერია.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის საგარეო უწყებაში ნოტა გააგზავნა, თუმცა ოფიციალურ ბერლინს რეაგირება არ ჰქონია - საქართველოს შესახებ მონაცემები ვებგვერდზე კვლავ უცვლელია, მაშინ როდესაც განახლება მარტში შეეხო რუსეთს და სირიას.