18 ივნისი 2026,   22:30
ვრცლად
აშშ-ის სენატი კენჭს უყრის რეზოლუციას, რომელიც ირანთან ომის კუთხით ტრამპის უფლებამოსილებას ზღუდავს - Reuters

აშშ-ის სენატის უმცირესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას, აშშ-ის კანონმდებლები კვლავ შეეცდებიან, მიიღონ რეზოლუცია ირანთან ომის დასრულების შესახებ, რაც აიძულებს პრეზიდენტი დონალდ ტრამპს, ნებისმიერი შემდგომი თავდასხმებისთვის კონგრესის თანხმობა მიიღოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

მედიის ცნობით, შუმერის განცხადება ტრამპის მიერ ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში გაკეთდა.

"კონგრესმა უნდა აღადგინოს თავისი ავტორიტეტი, განსაკუთრებით ამ სახიფათო მომენტში“, - განაცხადა შუმერმა პრესკონფერენციაზე.

ცნობისთვის, ტრამპი ცეცხლის შეწყვეტაზე სამშაბათს დათანხმდა, მის მიერ თეირანისთვის დაწესებული დროის ამოწურვამდე საათ-ნახევრით ადრე, რის შემდეგც ის ირანის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის გნადგურებით იმუქრებოდა. 

 

დღის ამბები