06 აგვისტო 2026,   15:39
ვრცლად
მომიტინგეები შიშს ნაკლებად გრძნობდნენ, თავისუფლებისკენ სწრაფვის სურვილი იმდენად დიდი იყო, დგება ხოლმე ისეთი მომენტი, როდესაც ადამიანი სიკვდილის შიშს გადალახავს - ირაკლი ქადაგიშვილი 9 აპრილის ტრაგედიას იხსენებს

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "ღამის კურიერის" ეთერში 9 აპრილის ტრაგედიაზე ისაუბრა.

"ერთი რამ უნდა ითქვას, რომ მომიტინგეები შიშს ნაკლებად გრძნობდნენ - თავისუფლებისკენ სწრაფვის სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ ეს ფარავდა შიშს. დგება ხოლმე ისეთი მომენტი, როდესაც ადამიანი სიკვდილის შიშს გადალახავს - ეს იყო, რეალურად, იმ მიტინგის სულისკვეთება იმ მომენტში. უკვე ნათელი იყო, რომ დარბევა ან მიტინგის დაშლა მზადდებოდა. ვიცოდით, რომ არ ენდობოდნენ ქართულ მილიციას, ატყობდნენ, რომ მილიცია, გარკვეულწილად, არ წავიდოდა ასეთი ტიპის ქმედებებზე. არც აქ არსებული შინაგანი ჯარი არ ჩათვალეს საკმარის ძალად, რადგან ორმაგი დაქვემდებარება ჰქონდა მას - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც ექვემდებარებოდა, ამიტომ, ჯარი ჩამოიყვანეს რუსეთიდან. ეს ჯარი წარმოადგენდა ამ დარბევის პირველ ხაზს, რომელიც სწორედ ნიჩბებით, ხელკეტებით, ცრემლსადენი გაზებით გაგვისწორდა იქ მყოფ მომიტინგეებს," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, 9 აპრილის ტრაგედიიდან,  რომლის დარბევის დროს, საბჭოთა ჯარისკაცებმა 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლეს, ხვალ, 37 წელი სრულდება.

დღის ამბები