18 ივნისი 2026,   23:52
ვრცლად
მრავალი წერილი ვრცელდება პირების მიერ, რომლებსაც აშშ-ირანის მოლაპარაკებებთან კავშირი არ აქვთ. ისინი შარლატანები არიან. გამოძიების დასრულებისთანავე მათი მხილება მოხდება - ტრამპი

"არსებობს ''პუნქტების'' მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი ერთობლიობა, რომელიც მისაღებია შეერთებული შტატებისთვის და მათ მოლაპარაკებების პროცესში, დახურულ კარს მიღმა განვიხილავთ", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

"მრავალი შეთანხმება, სია თუ წერილი ვრცელდება იმ პირების მიერ, რომლებსაც აშშ-სა და ირანის მოლაპარაკებებთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ხშირ შემთხვევაში, ისინი უბრალოდ თაღლითები, შარლატანები და ამაზე უარესებიც არიან. ფედერალური გამოძიების დასრულებისთანავე, მათი მხილება დაუყოვნებლივ მოხდება.

არსებობს "პუნქტების" მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი ერთობლიობა, რომელიც მისაღებია შეერთებული შტატებისთვის და მათ მოლაპარაკებების პროცესში, დახურულ კარს მიღმა განვიხილავთ. სწორედ ეს ''პუნქტები'' წარმოადგენს საფუძველს, რომელზე დაყრდნობითაც შევთანხმდით ცეცხლის შეწყვეტაზე. ეს პირობები გონივრული და მარტივად შესასრულებელია.

ეს ყოველივე ძალიან ჰგავს ''სი ენ ენ''-ის გუშინდელ '' ფეიკ ნიუსსს, რომელმაც მთავარ თემად აქცია იმ "წყაროს" მიერ შედგენილი წერილი, რომელსაც არც ძალაუფლება გააჩნდა და არც შესაბამისი უფლებამოსილება, დაეწერა წერილი, რომელსაც დიდ ავტორიტეტზე ექნებოდა პრეტენზია", - წერს დონალდ ტრამპი.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები