07 აგვისტო 2026,   07:15
ვრცლად
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, კახეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, წინასააღდგომოდ, კახეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

გიორგი ჯინჭარაძე თელავისა და გურჯაანის კომპაქტურ ჩასახლებებში არსებულ საჭიროებებს პირადად გაეცნო, დევნილ მოსახლეობას გაესაუბრა და მათ სადღესასწაულო ნობათები გადასცა.

"გავეცანით მათ საჭიროებებს, გამოწვევებს, ვისაუბრეთ ახალ პროექტებზე, რომელსაც აფხაზეთის მთავრობა სამომავლოდ განახორციელებს. ასევე, მივულოცეთ დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და ამის ნიშნად მათ ჩვენ გადავეცით სააღდგომო ნობათები. აფხაზეთის მთავრობისთვის უმთავრესი პრიორიტეტია ჩვენი დევნილი მოსახლეობის მიმართ მზრუნველობის გამოჩენა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა", - აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე.

დღის ამბები