28 ნოემბერი 2026,   00:48
ვრცლად
გერმანიის საელჩოს ნაცვლად ვერ გიპასუხებთ - გიორგი კაპანაძე

გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას ოპოზიციაში ეხმაურებიან. საუბარია, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ქმედებაზე, რომელიც ისევ არ აახლებს ოფიციალურ ვებგვერდზე მონაცემებს, სადაც საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი წერია.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ თუ გერმანული მხარე საჭიროდ ჩათვლის, ამ საკითხზე განმარტებას გააკეთებს.

"მე საელჩოს ნაცვლად ვერ გიპასუხებთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ ის, რომ თუ გერმანიის საელჩო ჩათვლის საჭიროდ, რომ გააკეთოს ან განმარტება, ან განცხადება, ან უპასუხოს ამ კონკრეტული პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს, ის ამას გააკეთებს. ერთი რამ ამ საკითხთან დაკავშირებით არის ფაქტი, რომ გერმანიის სახელმწიფო, გერმანელი ხალხი წლების განმავლობაში გვერდით უდგას ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს," - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

დღის ამბები