09 აგვისტო 2026,   08:51
ვრცლად
საუბარი გვქონდა ახალ შესაძლებლობებზე, ახალ საინვესტიციო პროექტებზე. შესაძლოა განვიხილოთ მესამე ქვეყნებში ინვესტიციები, ერთდროული და საერთო ინვესტიციები - ილჰამ ალიევი

"დღეს საუბარი გვქონდა ახალ შესაძლებლობებზე, ახალ საინვესტიციო პროექტებზე, როგორც აზერბაიჯანის მიმართულებით, ასევე საქართველოს მიმართულებით", - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ილჰამ ალიევმა აღნიშნა, საინვესტიციო კლიმატი ბიზნეს გარემოს აძლევს საშუალებას, ინვესტიციები კიდევ უფრო გაზარდოს.

"ეკონომიკურ სფეროში ძალიან დიდი მიღწევები გვაქვს. ჩემს ვიზიტამდე, საქართველოს მასალებს გადავხედე და სტატისტიკურ მონაცემებს, მილიარდობით დოლარი იხარჯება ქვეყანაში, ზრდა არის შთამბეჭდავი, პირველი კვარტლის მაჩვენებლები გვაძლევს ამის იმედს. წლის ბოლოსთვის, ჩვენ გადავაჭარბებთ რამდენიმე მილიარდს და საინვესტიციო კლიმატი გვაძლევს ამის საშუალებას, ბიზნეს გარემოს აძლევს საშუალებას, ინვესტიციები კიდევ უფრო გაზარდოს. 3.6 მილიარდი დოლარია უკვე ინვესტირებული საქართველოს ეკონომიკაში ჩვენი ქვეყნიდან და დღეს საუბარი გვქონდა ახალ შესაძლებლობებზე, ახალ საინვესტიციო პროექტებზე, როგორც აზერბაიჯანის მიმართულებით, ასევე საქართველოს მიმართულებით. შესაძლოა ჩვენ განვიხილოთ მესამე ქვეყნებში ინვესტიციები, ერთდროული და საერთო ინვესტიციები,“ - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

 

დღის ამბები