18 ივნისი 2026,   10:12
ვრცლად
ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებზე უკრაინისთვის ომის დროს გამონაკლისის დაშვება სასარგებლო არ იქნებოდა არც უკრაინის და არც ევროკავშირისთვის - მარტა კოსი

ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებზე უკრაინისთვის ომის დროს გამონაკლისის დაშვება სასარგებლო არ იქნებოდა არც უკრაინისთვის და არც ევროკავშირისთვის, – აცხადებს ევროკომისარი გაფართოების საკითხებში.

როგორც მარტა კოსი აღნიშნავს, მსგავსი გამონაკლისი შეასუსტებდა ნდობას როგორც გაწევრიანების პროცესის, ისე მომავალში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ.

"ვფიქრობ, თქვენი ქვეყნისთვის გამონაკლისები არ დაეხმარება მას, არ გააძლიერებს, რადგან ეს შეარყევს ნდობას მთელი პროცესისა და თქვენი მომავალი წევრობის მიმართ. საქმე ეხება თქვენი მზადყოფნის უზრუნველყოფას, თქვენი ნამდვილი მზადყოფნის უზრუნველყოფას თანაარსებობისთვის, ევროკავშირში ერთად ცხოვრებისთვის. უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებით უნდა გაგვაძლიეროს და არა – დაგვასუსტოს. კანდიდატ ქვეყანასთან როცა ვმუშაობთ, თქვენ, როგორც კანდიდატს, ტრანსფორმაციის პროცესის მეშვეობით გამზადებთ. ყველაფერი სწორად უნდა გაკეთდეს", – განაცხადა კოსმა.

 

დღის ამბები