28 ნოემბერი 2026,   02:18
ვრცლად
გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ბათუმის ლაბორატორიამ, კონკრეტული სტანდარტის შესაბამისი აკრედიტაცია მოიპოვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ბათუმის ლაბორატორიამ, კონკრეტული სტანდარტის შესაბამისი აკრედიტაცია მოიპოვა. ლაბორატორიაში ყოველწლიურად მიმდინარეობს ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევის მეთოდების დანერგვა.

აკრედიტაციის სფერო მოიცავს - ზედაპირულ, ჩამდინარე, სასმელ, გრუნტის, ტბისა და ზღვის წყლებში მძიმე მეტალების, ბიოგენური ელემენტების, შეწონილი ნაწილაკებისა და სხვა პარამეტრების განსაზღვრას. ასევე, ატმოსფერულ ჰაერში მძიმე მეტალების შემცველობის კვლევასაც.

დღის ამბები