არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ ირანიდან გაშვებული 19 ბალისტიკური რაკეტა და 26 დრონი ჩაჭრეს. ინფორმაციას abcnews ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, ომის დაწყებიდან, 28 თებერვლიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროების რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა 457 ბალისტიკური რაკეტა, 19 ფრთოსანი რაკეტა და 2 038 დრონი ჩაჭრა.