ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი კიევში ჩავიდა. კაია კალასთან ერთად, უკრაინის დედაქალაქში იმყოფებიან გერმანიის, პოლონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები.
კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს და ყველაფერს გააკეთებს, რომ რუსეთმა უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე პასუხი აგოს.
დიპლომატების ვიზიტი ბუჩის ტრაგედიის წლისთავს ემთხვევა უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის 1 400-ზე მეტი მკვლელობაა დოკუმენტირებული.