კეროლაინ ლევიტმა ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნა ირანის წინააღმდეგ ომში აშშ-ის მთავარ მიზნებს შორის არ დაასახელა, - წერს The Wall Street Journal-ი.
"სრუტის სრულად გახსნა არის ის, რაზეც ადმინისტრაცია მუშაობს, თუმცა ოპერაციის ძირითადი ამოცანები მთავარსარდალმა ამერიკელი ხალხისთვის ნათლად განსაზღვრა", - განაცხადა ლევიტმა.
თეთრი სახლის პრესმდივანს ჰკითხეს: დაასრულებს თუ არა პრეზიდენტი ტრამპი ომს იმ შემთხვევაში, თუ ეს სტრატეგიული სანაოსნო გზა ნაწილობრივ ჩაკეტილი დარჩება? რაზეც ლევიტმა უპასუხა, რომ აშშ-ის ძირითადი მიზნები ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტისა და ბალისტიკური რაკეტების განადგურება, მისი თავდაცვის ინდუსტრიული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი და ქვეყნის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის აღკვეთაა.