18 ივნისი 2026,   22:31
ვრცლად
იემენელმა "ჰუსიტებმა" ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს - Times of Israel

იემენელმა "ჰუსიტებმა" ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. "ცაჰალის" ცნობით, რაკეტა თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. ირანში ომის დაწყების შემდეგ ეს ისრაელის წინააღმდეგ "ჰუსიტების" სარაკეტო თავდასხმის პირველ შემთხვევაა.

გაშვებული ბალისტიკური რაკეტის ფონზე, სამხრეთ ისრაელში საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმოდა. შეტევებს ისრაელის ტერიტორიაზე ახორციელებს ირანიც. შედეგად, თელ-ავივში ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები.

დღის ამბები