08 აგვისტო 2026,   01:31
ვრცლად
პატრიარქის დაკრძალვაზეც ვიყავით, პანაშვიდებზეც ვიყავით და ჩვენც ისე განვიცადეთ ეს ამბავი, როგორც მთელმა საქართველომ - ირაკლი ფავლენიშვილი

"პატრიარქის დაკრძალვაზეც ვიყავით, პანაშვიდებზეც ვიყავით და ჩვენც ისე განვიცადეთ ეს ამბავი, როგორც მთელმა საქართველომ. ამიტომ, ასეთ ბრალდებებს ვერ მივიღებთ", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ემიჯნება ყველა განცხადებას, რომელიც შეურაცხმყოფელი ხასიათის არის.

"უღრმეს პატივს ვცემთ საქართველოს მართლმადიდებლურ, სამოციქულო, ავტოკეფალურ ეკლესიას. პატრიარქის დაკრძალვაზეც ვიყავით, პანაშვიდებზეც ვიყავით და ჩვენც ისე განვიცადეთ ეს ამბავი, როგორც მთელმა საქართველომ. ამიტომ, ასეთ ბრალდებებს ვერ მივიღებთ. გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება ნებისმიერი რამ, რაც შეიძლება ჩემთვის მიუღებელი იყოს. ადამიანები ადიდებენ ხოლმე რუსებს და სტალინს, თქვენი აზრით ეგ მისაღებია ჩემთვის? მაგრამ, პოსტები, რომლებიც იწერება, ვინც არ უნდა დაწეროს, რომელიც არის შეურაცხმყოფელი ხასიათის, მე რა თქმა უნდა ვემიჯნები", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, პატრიარქსა და ეკლესიის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არსებობენ ძალები, რომლებიც ეკლესიაში ხედავენ კონკურენტს და ებრძვიან მას. მისივე თქმით, ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ დისკრედიტაციის მცდელობა უცხოეთიდან ფინანსდება.

პარლამენტის თავმჯდომარე ყველას მოუწოდებს, დაელოდონ სინოდის სხდომას და არ ჩაერიონ ეკლესიის შიდა საქმეებში.

დღის ამბები