სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობის საქმეზე დაკავებული პაატა მანჯგალაძის განცხადებას, რომ ე.წ. მშვიდობიანი დამხობა აქციაზე ხალხის მისაყვანად ერთგვარი მარკეტინგული ხრიკი ეგონა, გამოხმაურებები მოჰყვა ოპოზიციაში.
პარტია "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ ვინც იცნობს პაატა მანჯგალაძეს, ყველამ იცის, რომ ის არანაირ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობს არ მიიღებდა.
"არანაირი განზრახვა არც ერთ ორგანიზატორს არ ჰქონია ძალადობისთვის. ვინც იცნობს პაატა მანჯგალაძეს, ცნობის გარდა, სამართლებრივი ფაქტორებიც არსებობს, მაგრამ, ჯერ ერთი, ვინც იცნობს ამ ადამიანს, კარგად იცის, რომ არანაირ ძალადობრივ ქმედებებში ის მონაწილეობს არ მიიღებს არასოდეს," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.
ავტორი: ნანა გოგატაძე.