18 ივნისი 2026,   20:46
ვრცლად
ისრაელის პოზიცია დიპლომატიურ ძალისხმევას აფერხებს - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, სატელევიზიო მიმართვისას აღნიშნა, რომ ომი ახლო აღმოსავლეთში დიალოგისა და სერიოზული მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს, თუმცა იქვე მიანიშნა, რომ ისრაელის პოზიცია დიპლომატიურ ძალისხმევას აფერხებს.

"არ უნდა დავუშვათ, რომ ისრაელის შეუვალმა, მაქსიმალისტურმა და რადიკალურმა განწყობებმა დიპლომატიური გზები დააბრკოლოს," - განაცხადა ერდოღანმა,

"არცერთმა ქვეყანამ, რომელიც მსოფლიო მშვიდობასა და სტაბილურობას აფასებს, არ უნდა დაასხას ნავთი იმ ცეცხლზე, რომელიც ისრაელმა ჩვენს რეგიონში უსამართლოდ გააჩაღა".

დღის ამბები