18 ივნისი 2026,   13:13
ვრცლად
მარკო რუბიო "დიდი შვიდეულის" სამიტში მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში ჩავა

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო 27 მარტს, "დიდი შვიდეულის" სამიტში მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში ჩავა.

სახელმწიფო დეპარტამენტში ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ რუბიოს მოლაპარაკებების ყურადღების ცენტრში იქნება რუსეთ-უკრაინის ომი, ვითარება ახლო აღმოსავლეთსა და მშვიდობისა და სტაბილურობის საფრთხე მსოფლიოში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივან პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება და მათთან უსაფრთხოების საერთო პრობლემებსა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავს.

 

დღის ამბები