01 აგვისტო 2026,   20:09
ვრცლად
მიგვაჩნია, რომ მოპოვებულია საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც აუცილებლად დაადასტურებს ბრალად წარდგენილი ქმედების ყველა ეპიზოდის ჩადენას ბრალდებულების მხრიდან - პროკურორი გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულზე

საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული 3 ბრალდებულის პროცესი მიმდინარეობს. გამოიკვლევენ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს.

"თბილისის საქალაქო სასამართლოში აქტიურ რეჟიმში განიხილება 3 ბრალდებულის სისხლის სამართლის საქმე, საიდანაც პირველ ეპიზოდად ბრალდების მხარე ვედავებით მათ გიგა ავალიანზე თავდასხმის ფაქტს, ჩადენილს ჯგუფურად. რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, ეს არის ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა. ეს არის გაერთიანებული სისხლის სამართლის საქმე, შესაბამისად, მტკიცებულებებს ყველა ეპიზოდთან დაკავშირებით, სწორედ ამ სხდომაზე, ამ პროცესებზე წარვადგენთ.

საბოლოოდ მიგვაჩნია, რომ ჩვენს მიერ მოპოვებულია და სასამართლოშიც გამოკვლეულ იქნება საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც აუცილებლად დაადასტურებს ბრალად წარდგენილი ქმედების ყველა ეპიზოდის ჩადენას ბრალდებულების მხრიდან," - განაცხადა საქმის პროკურორმა.

ამ საქმეზე სამართალდამცველებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან 1-ს ბრალი წარდგენილი აქვს მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. კიდევ 2 არასრულწლოვანს გამოძიება ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად, 1-ს კი, დანაშაულის შეუტყობინებლობას.

დღის ამბები