ლიეტუვაში ჩამოვარდნილი სამხედრო დრონი უკრაინიდან იყო და კურსიდან გადახვევამდე, რუსეთის ნავთობ ობიექტებზე იყო მიმართული, - ამის შესახებ Reuters-ი ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით წერს.
"დრონი, რომელმაც ჩვენი საჰაერო სივრცე გადაკვეთა და ვარენას რაიონში შევიდა, უკრაინული იყო და ის დაკავშირებულია იმ ოპერაციასთან, რომელსაც უკრაინელები იმ ღამეს რუსეთის წინააღმდეგ ატარებდნენ“, - განაცხადა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგა რუგინიენემ.
ლიეტუვის შეიარაღებულმა ძალებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ სავარაუდოდ, დრონი ქვეყნის საჰაერო სივრცეში შევიდა და ყინულით დაფარულ ტბაზე ჩამოვარდა, რომელიც ბელარუსის საზღვრიდან, დაახლოებით 20 კილომეტრში მდებარეობს.
"ეს არ არის ადგილობრივი ინციდენტი, ეს უფრო ფართო უსაფრთხოების სურათის ნაწილია. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია დამატებით რისკებს ქმნის მთელი რეგიონისთვის,“ - განაცხადა რუგინიენემ პრესკონფერენციაზე.