11 აგვისტო 2026,   09:51
ვრცლად
საქართველოს ტურისტული პოტენციალი ლონდონისა და პარიზის მედია კონფერენციებზე

ლონდონიდან პარიზამდე, "ნეიშენალ ჯეოგრაფიდან" "გარდიანამდე" - მსოფლიოს წამყვანი მედია საშუალებების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ბლოგერები ახლა ევროპის ორ უმნიშვნელოვანეს ქალაქში გამართულ სამოგზაურო მედია კონფერენციაზე საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს ეცნობიან.

ქვეყანა რომელიც უძველეს კულტურას, ღვინის 8000 წლიანი ისტორიას, გამორჩეულ გასტრონომიას და უნიკალურ ბუნებას აერთიანებს მათ სამოგზაურო რუკაზე უკვე მოინიშნა.

International Media Marketplace მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სამოგზაურო მედია კონფერენციაა. დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში გამართულ ღონისძიებას წელს ასობით წარმომადგენელი ესწრებოდა. ღონისძიების ფარგლებში პრეზენტაცია მოეწყო, სადაც მონაწილეებმა საქართველოს შესახებ ვიზუალური მასალაც იხილეს.

ქვეყნის კურორტების, გასტრონომიისა და სათავგადასავლო ტურისტული შესაძლებლობების შესახებ. კონფერენციას ის ბლოგერებიც ესწრებოდნენ, ვინც საქართველოში უკვე იცნობს.

მოგზაური ბლოგერი სკოტ ტისენი იხსენებს, რომ ჩვენს ქვეყანაში ვიზიტი წარმატებული აღმოჩნდა და მის მიერ გამოქვეყნებული სტატია სათაურით "თხილამურებით სრიალი გუდაურში" გუგლის ძიების სათავეშია. საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ევროპისა და ამერიკის ბაზარზე საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრები გამართეს მედია პლატფორმების ჟურნალისტებთან, მოგზაურ ავტორებთან და ბლოგერებთან. International Media Marketplace მსოფლიოს დიდ ქალაქებში 14 წელია იმართება.

დღის ამბები