01 აგვისტო 2026,   21:16
ვრცლად
მათი მეგობრები ცდილობენ ბრალდებულებისთვის ხელის შეწყობას, თუმცა მათ მოუწიათ და დაადასტურეს ძალადობრივ ვიდეოებში ამ პირთა მონაწილეობა - გიგა ავალიანის საქმის პროკურორი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული 3 ბრალდებულის პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. საქმეზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვა.

ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 4 პირი დააკავეს.

"ინტენსიურად განიხილება გიგა ავალიანზე თავდასხმასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმე. მოგეხსენებათ, ამ საქმესთან ერთად ბრალდებულებს სხვა ეპიზოდებზეც აქვთ ბრალი წარდგენილი - ეს არის ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა. სწორედ აღნიშნული ეპიზოდების მტკიცებულებების გამოკვლევა ხდება ბრალდების მხარის მიერ.

მოგეხსენებათ, საქმეზე საკმაოდ ბევრი დასაკითხი პირია ამ ეპიზოდში წარდგენილი სასამართლოს წინაშე - ისინი არიან ბრალდებულების მეგობრები. მათი ნაწილი უშუალოდ იღებდა ამ ძალადობრივ დანაშაულში მონაწილეობას, ისინი ყველა მხრივ ცდილობენ ბრალდებულებისთვის ხელის შეწყობას და გარკვეულწილად, ცდილობენ მტკიცებულებებისა და ინფორმაციის შეცვლას, თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მათ მოუწიათ და დაადასტურეს ძალადობრივ ვიდეოებში ამ პირთა მონაწილეობა, რაც ამ პირთა ჩვენებების გარდა, ცალსახად დადასტურებულია ჰაბიტოსკოპიური და ფონოსკოპიური ექსპერტიზებით," - ამის შესახებ გიგა ავალიანის საქმის პროკურორმა, ქეთევან სონიძემ განაცხადა.

დღის ამბები