09 აგვისტო 2026,   13:47
ვრცლად
"გამოვთქვამთ ჩვენს ღრმა მწუხარებას ილია მეორის გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მის მრევლს" - დასავლეთ საქართველოს მუფთი

დასავლეთ საქართველოს მუფთი, ადამ შანთაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"გამოვთქვამთ ჩვენს ღრმა მწუხარებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი მრავალწლიანი ღვაწლი რელიგიათაშორისი მშვიდობის, ურთიერთობის პატივის საქმეში არის უმნიშვნელოვანესი. ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მის მრევლს და სრულიად მართლმადიდებელ სამყაროს," - აცხადებს დასავლეთ საქართველოს მუფთი.

კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისთვის პატივის მისაგებად, სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოში არსებული რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები მივიდნენ. ტაძარში, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება, მგლოვიარე მრევლის ნაკადი არ წყდება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

დღის ამბები