დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანში აშშ-ის ქმედებებთან დაკავშირებით, ნატო-სგან განსხვავებით, იაპონიის მხარდაჭერით კმაყოფილია. მან ეს განცხადება, თეთრ სახლში იაპონიის პრემიერ-მინისტრთან, სანაე ტაკაიჩისთან შეხვედრისა გააკეთა:
"ჩვენ იაპონიასთან ყველაფერში უდიდესი მხარდაჭერა და ურთიერთობა გვქონდა. მჯერა, რომ იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რაც გუშინ და გუშინ წინ გააკეთეს, ისინი ნამდვილად მზად არიან, ნატო-სგან განსხვავებით. გულწრფელად რომ ვთქვა, ჩვენ არაფერი გვჭირდება იაპონიისგან ან სხვისგან. იაპონიის შემთხვევაში, როგორც გავიგე, ისინი ნავთობის 90 პროცენტზე მეტს სრუტით იღებენ. გულწრფელად რომ ვთქვათ, იაპონია, ჩინეთი, ევროპა ნავთობის დიდ ნაწილს სრუტით იღებენ. ჩვენ პრაქტიკულად არაფერს ვიღებთ.
ვფიქრობ, ამას უბრალოდ კეთილგანწყობისთვის ვაკეთებთ. მაგრამ ჩვენ არ ვიყენებთ სრუტეს. ჩვენ ვიცავთ სრუტეს ყველა დანარჩენისთვის. შემდეგ კი, ნატო-ს შემთხვევაში, მათ არ სურთ დაგვეხმარონ სრუტის დაცვაში და რეალურად ეს მათ სჭირდებათ. მაგრამ ახლა ისინი ბევრად უფრო კეთილგანწყობილები ხდებიან, რადგან ხედავენ ჩემს დამოკიდებულებას. ისინი ბევრად უფრო კეთილგანწყობილები ხდებიან. მაგრამ, ჩემი აზრით, უკვე გვიანია. ავიამზიდები ომამდე მინდოდა, ომის მოგების შემდეგ არ მინდა,"- განაცხადა ტრამპმა.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა კი აღნიშნა, რომ იაპონია გმობს ირანის ქმედებებს, როგორიცაა მეზობელ რეგიონზე თავდასხმა და ასევე ჰორმუზის სრუტის დახურვა:
"მტკიცედ მწამს, რომ მხოლოდ შენ, დონალდ, შეგიძლია მიაღწიო მშვიდობას მთელ მსოფლიოში. ირანის მიერ ბირთვული იარაღის განვითარება არასდროს უნდა იყოს დაშვებული. იაპონია გმობს ირანის ქმედებებს, როგორიცაა მეზობელ რეგიონზე თავდასხმა და ასევე ჰორმუზის სრუტის დახურვა," - განაცხადა ტაკაიჩიმ.