ჩეხეთი უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღებას გეგმავს. "უცხოური კავშირების მქონე პირთა რეგისტრაციის შესახებ" კანონპროექტის ტექსტი უკვე გამოქვეყნდა. ყველა ორგანიზაცია, მათ შორის, სამთავრობო უწყებები, რომლებიც ევროკავშირის ფონდებიდან ან სხვა ქვეყნებიდან იღებენ გრანტებს, ვალდებულნი იქნებიან დარეგისტრირდნენ სპეციალურ მონაცემთა ბაზაში.
ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები კანონპროექტის შეჩერებას ითხოვენ. ლიბერალურმა ოპოზიციურმა პარტიამ კანონს "რუსული კანონის ასლი" უწოდა. მსგავსი კანონები მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, რუსეთსა და საქართველოში.
"უცხოეთთან კავშირის მქონე სუბიექტების რეგისტრაციის შესახებ პროექტის თანახმად, ყველა ორგანიზაცია, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურებიც, რომლებიც გრანტებს ევროკავშირის ფონდებიდან ან სხვა ქვეყნებიდან იღებენ, სპეციალურ მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას დაექვემდებარება. პროექტი ითვალისწინებს ჯარიმებს 15 მილიონ კრონამდე ან ორგანიზაციის შემოსავლისა თუ ბრუნვის 10 პროცენტამდე ოდენობით. დოკუმენტის თანახმად, იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან და უცხოეთიდან ფინანსდებიან, სავალდებულო გახდება ამ ფაქტის გამჭვირვალედ მითითება. ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეწყვიტოს კანონპროექტის მომზადება. ლიბერალურმა "ჩეხეთის მეკობრეთა პარტიამ" კანონს რუსულის ასლი უწოდა," - წერს "რადიო თავისუფლება".