საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა - ამის შესახებ პატრიარქის თანამოსაყდრემ მეუფე შიომ განაცხადა.
მეუფე შიომ პატრიარქის გარდაცვალება მთელს ერსა და მართლმადიდებლურ სამყაროს მიუსამძიმრა.
"ძალიან მიჭირს ახლა იმის თქმა, რაც უნდა მოგახსენოთ, ამ რამდენიმე წუთის წინ, ღვთივ განისვენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ.
ეს იყო ეპოქალური ადამიანი, უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის. მინდა მივუსამძიმრო ყოველ ქართველს, მთელს საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და მთელ საქრისტიანოს.
მთელი ეპოქა შექმნა. ძნელია, მის შესახებ რამდენიმე სიტყვით საუბარი, იმდენად დიდ პიროვნებაზე ვსაუბრობთ. მისი ღვაწლით ღმერთმა ხელახალ მოაქცია საქართველო ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ის იყო დიდი აღმშენებელი ჩვენი ეკლესიის, როგორც ამ სიტყვის პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. დიდია დღეს ჩვენი გლოვა.
კიდევ ერთხელ მინდა, მოგისამძიმროთ ყველას, მთელ საქართველოს, მაგრამ ასეთი დიდი ადამიანები როდესაც გვტოვებენ, არის ასევე ნუგეშიც იმაში, რომ ჩვენ შევიძინეთ ზეციერი მფარველი, მთელმა საქართველომ და ყოველმა ჩვენგანმა, ვინაიდან ეს ჩვენი მამა იყო, არის და იქნება. ჩვენ ვართ მის ეპოქაში, ჩვენმა მთელმა შეგნებულმა ცხოვრებამ გაიარა მის ეპოქაში, მისი აღზრდილები ვართ, მისი შვილები ვართ. ასე რომ, არ ვიცი, ღრმერთმა გაგვაძლიეროს ყველა.
იმედი მაქვს, მისი მფარველობა, მისი ლოცვა გაგრძელდება და კიდევ უფრო განაპირობებს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ურთიერსიყვარულს და გაძლიერებას, როგორც სულიერს, ასევე სახელმწიფოებრივს. ღმერთმა აცხონოს მისი სული და მისი წმინდა ლოცვები შეგვეწიოს ყველას", - განაცხად მეუფე შიო მუჯირმა.