18 ივნისი 2026,   16:04
ვრცლად
კაია კალასი ირანში მიმდინარე ომზე: ეს არ არის ევროპის ომი, თუმცა ევროპის ინტერესები საფრთხის ქვეშაა

"ეს არ არის ევროპის ომი, თუმცა ევროპის ინტერესები საფრთხის ქვეშაა, - ეს განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასმა გააკეთა.

მისივე თქმით, ამ ომში აქტიურად ჩართვა არავის სურს და მისი შედეგები ყველას აღელვებს.

"ეს არ არის ევროპის ომი, თუმცა ევროპის ინტერესები საფრთხის ქვეშაა. კონფლიქტის გაფართოებასთან ერთად, ევროკავშირის პრიორიტეტად ჩვენი მოქალაქეების დაცვა რჩება. ჩვენ რეგიონიდან 30,000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განვახორციელეთ; ბევრი ეს რეისი თავად ევროკავშირის მიერ იყო დაფინანსებული და ორგანიზებული.

ამ ომში აქტიურად ჩართვა არავის სურს. რა თქმა უნდა, ყველას აწუხებს, თუ რა იქნება შედეგი.

ირანი ახლა გლობალურ ეკონომიკას უცხადებს ომს. მინისტრებმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ჩვენი მთავარი ფოკუსი დეესკალაცია და ნაოსნობის თავისუფლებაა," - განაცხადა კაია კალასმა ირანში მიმდინარე ომზე საუბრისას.

დღის ამბები