რომეო მიქაუტაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ასევე, ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ჩამოერთვა ქონება.
მიქაუტაძე სასამართლომ წარდგენილ ყველა ბრალდებაში, ცხრავე ეპიზოდში, დამნაშავედ ცნო. საუბარია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე, ფულის გათეთრებაზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობაზე.
განაჩენის გამოცხადებას არც რომეო მიქაუტაძე და არც მისი ოჯახის წევრები არ დასწრებიან.
მიქაუტაძის უფლებადამცველის განცხადებით, ოჯახის წევრებმა ჯერ კიდევ საქმის საწყისი ეტაპიდან იცოდნენ, რა განაჩენი დადგებოდა.
"მოლოდინს რაც შეეხება, ის ფაქტი, რომ დღეს არც რომეო მიქაუტაძე ესწრებოდა პროცესს და არც მისი რომელიმე ნათესავი და ოჯახის წევრი, იმას ნიშნავს, რომ მოლოდინი კი არა, ჯერ კიდევ საქმის საწყისი ეტაპიდან იცოდნენ, რა განაჩენი დადგებოდა. თუ საპროცესოზე დათანხმდებოდა ბატონი რომეო, მას მოუწევდა ყველაფრის აღიარება, თუმცა აქამდე საქმე არ მივიდა", - განაცხადა ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ.