ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, კიდევ ერთი უსახური და უნებართვო ობიექტის დემონტაჟი დასრულდა, - ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.
ინსპექციის მითითების საფუძველზე, საზღვაო ნავსადგურის შენობაზე მიშენებული კაფე-ბარი და ღია სივრცეში განთავსებული მაგიდა-სკამები საჩრდილობლით, მეპატრონემ თავად დაშალა.
"კვების ობიექტს სანებართვო ვადები ამოწურული ჰქონდა. დემონტაჟის დასრულების შემდეგ, განხორციელდა სამშენებლო ნარჩენების გატანა და ტერიტორიის დასუფთავება.
უსახური და უნებართვო ობიექტების დემონტაჟის პროცესი აქტიურად გრძელდება, რაც ხელს უწყობს ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას და მოწესრიგებული სივრცის შექმნას", - აღნიშნულია ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის განცხადებაში.