09 აგვისტო 2026,   22:08
ვრცლად
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს. ტაძრებში დილიდან წირვა შესრულდა. საღვთო მსახურობის დროს საკურთხევლიდან სასულიერო პირები ყვავილებით შემკულ ჯვარს გამოაბრძანებენ და ტაძრებში, შუაში დააბრძანებენ, რომლის წინაშეც მრევლი მეტანიას ასრულებს.

ჯვრის თაყვანისცემა დიდმარხვის მესამე კვირას აღინიშნება. ის მორწმუნეებს უფლის ვნებებს ახსენებს და რწმენაში აძლიერებს.

საკვირაო წირვა სამების საკათედრო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მუჯირმა აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა.

"არსებობს ღვთის სიყვარული, ღვთის სიყვარულის ძალა, რომელიც ჩვენთან მოდის, რომ გვაცხონოს, გადაგვარჩინოს, განგვწმინდოს და მოელის ჩვენგან საპასუხო სიყვარულს. ოღონდაც რომ ჩვენ ეს სიყვარული გვქონდეს, ოღონდაც გული გავუხსნათ ჩვენ ამ სიყვარულს და ჩვენი თაყვანისცემა ჯვრისადმი არ იყოს მხოლოდ გარეგნული და ფორმალური. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქცევა უბრალოდ ჩვევად", - აცხადებს სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, ქორეპისკოპოსი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო (მუჯირი).

დღის ამბები