07 აგვისტო 2026,   11:20
ვრცლად
"ეს ქალი არის უმაღლესი კალიბრის აკადემისტია" - გრიგოლ გეგელია გჟებიკზე

რამდენად დამოუკიდებელია ექსპერტი, რომელმაც მოსკოვის მექანიზმის დასკვნას ხელი მოაწერა. ირკვევა, რომ პატრიცია გჟებიკი პოლონეთის მთავრობის მრჩეველია.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დასკვნას რეალობასთან კავშირი არ აქვს და მისი ერთადერთი მიზანი, კრიზისში მყოფი ოპოზიციის დახმარებაა. მით უმეტეს, რომ მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას ეუთოს 57 წევრი ქვეყნიდან 34-მა მხარი არ დაუჭირა.

პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ გჟებიკი უმაღლესი კალიბრის აკადემისტია.

"ეს ქალი არის უმაღლესი კალიბრის აკადემისტი და აქვს დიდი გამოცდილება "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მუშაობის. მე არ ვიცი ვის შეიძლება მის კომპეტენციაზე კითხვები ჰქონდეს, ორი დღე იყო თბილისში და ატარებდა ინტერვიუებს, იქამდეც და მას შემდეგაც მუშაობდა,"- აცხადებს გრიგოლ გეგელია.

დღის ამბები