18 ივნისი 2026,   13:15
ვრცლად
სერბეთი NATO-ში გაწევრიანებას არ აპირებს - ალექსანდრ ვუჩიჩი

სერბეთს სურს, შეინარჩუნოს ნეიტრალური სტატუსი და NATO-ში გაწევრიანებას არ აპირებს, - ეს განცხადება ალექსანდრ ვუჩიჩმა ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააჟღერა.

მისი თქმით, სერბეთი შეინარჩუნებს სამხედრო ნეიტრალიტეტს, თუმცა ალიანსთან კორექტულ და კარგ ურთიერთობას გააგრძელებს.

"ჩვენ არ ვაპირებთ NATO-ში გაწევრიანებას, ჩვენს ნეიტრალიტეტს დავიცავთ, თუმცა გვაქვს გამართული, კარგი ურთიერთობები და კვლავაც გავაგრძელებთ მათ განვითარებას", - აღნიშნავს სერბეთის პრეზიდენტი.

ვუჩიჩმა RTS-ის ეთერში განმარტა, რომ სერბეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაა. მისივე თქმით, ქვეყნისთვის პრიორიტეტი მშვიდობაა. 

"ახლა სხვებმა იომონ, ჩვენ წარსულში საკმარისზე მეტი ვიომეთ", - ამბობს ვუიჩიჩი.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები