18 ივნისი 2026,   14:19
ვრცლად
ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ისრაელის სამხედრო ძალებმა სრულად გაანადგურეს ირანის სარაკეტო და გამშვები დანადგარების სისტემა

თითქმის ორკვირიან მასშტაბურ საომარ მოქმედებებს რეგიონში აჯამებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი. ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ისრაელის სამხედრო ძალებმა სრულად გაანადგურეს ირანის სარაკეტო და გამშვები დანადგარების სისტემა და ამჟამად მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ირანელი ხალხის დახმარებაა, რათა მათ შეძლონ რეჟიმის დამხობა.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი დაგმო გაეროს გენერალურმა მდივანმა. ანტონიო გუტიერეში მხარეებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს.

"გაუფრთხილდით მშვიდობიან მოსახლეობას და დაუყოვნებლივ დაუბრუნდით მოლაპარაკებების მაგიდას", - აცხადებს გაეროს გენმდივანი.

დღის ამბები