რომეო მიქაუტაძე აცხადებს, რომ თანამდებობაზე ყოფნის დროს თუ რამე გადაცდომა ჰქონდა, ეს მხოლოდ დეკლარაციის შევსებაა. განცხადება ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ სასამართლო სხდომაზე გააკეთა.
დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა ჩვენება მისცა. რომეო მიქაუტაძემ ჩამოთვალა ყველა ის თანამდებობა, სადაც უმუშავია და განაცხადა, რომ მისი საქმიანობა უკავშირდებოდა კომპანიებს, სადაც მაღალ ანაზღაურებას იღებდა და ქონებაც ასე დააგროვა.
მიქაუტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენილი. მათ შორისაა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, უკანონო შეღავათების მიღებისთვის მფარველობა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია