ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ქვეყანა, ირანთან მიმდინარე ომის ხარჯების დასაფარად, ათობით მილიარდი შეკელის ოდენობის სპეციალურ თავდაცვის ბიუჯეტს გამოყოფს.
"ჩვენ ვუპირისპირდებით სასტიკ მტერთან, რომელსაც ჩვენი განადგურება სურს. ოპერაციის ფარგლებში, ჩვენ მისი ბირთვული და ბალისტიკური შესაძლებლობები გავანადგურეთ. ნაცვლად იმისა, რომ მიეღო გაკვეთილი, მან სცადა იარაღის ხელახლა განვითარება და ღრმად მიწისქვეშ განთავსება, ისე, რომ ჩვენი მხრიდან ზიანის მიყენება შეუძლებელი ყოფილიყო. აქ არის ერთი დიდი მაგრამ: ეს ჯდება ფული, ძალიან დიდი ფული. ამიტომ, ომის დროს, ჩვენ ვალდებულნი ვართ, გამოვყოთ სპეციალური ბიუჯეტი", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.