სამთავრობო მრჩეველმა, იუსეფ პეზეშკიანმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ახალი უმაღლესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი, საომარი დაზიანებების მიუხედავად, "უსაფრთხოდ და ჯანმრთელადაა“.
საკუთარ Telegram-არხზე პეზეშკიანმა დაწერა: გავრცელდა ინფორმაცია ბატონი მოჯთაბა ხამენეის დაჭრის შესახებ. ვკითხე მეგობრებს, რომლებსაც შესაბამისი კავშირები აქვთ. მათ მითხრეს, რომ, დიდება ღმერთს, ის ცოცხალი და უვნებელია.
ეს განცხადებები მოჰყვა გავრცელებულ ვარაუდებს ხამენეის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ადგილსამყოფელის შესახებ. მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ მან გარდაცვლილი მამა, აიათოლა ალი ხამენეი შეცვალა, ის საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა.