თეთრი სახლის პრესსპიკერმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა ირანის სარაკეტო წარმოების განადგურების ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყეს.
როგორც კაროლინ ლევიტი აღნიშნავს, ოპერაცია "ეპიკური მრისხანების" მიზნები უცვლელი რჩება.
"აშშ-ის საბრძოლო შესაძლებლობები დღითიდღე იზრდება და დომინანტური ხდება. იმ ფონზე, როდესაც ირანის ტერორისტული რეჟიმის საპასუხო დარტყმის უნარი სწრაფად ქვეითდება. სამომავლოდ, ოპერაცია "ეპიკური მრისხანების" მიზნები უცვლელი რჩება: ტერორისტული რეჟიმის ბალისტიკური რაკეტების განადგურება, ირანის სარაკეტო ინდუსტრიის მიწასთან გასწორება, იმის უზრუნველყოფა, რომ მათზე დამოკიდებულმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ვეღარ შეძლონ არსებობა. პრეზიდენტი ტრამპი დარწმუნებულია, რომ ეს მიზნები სწრაფად იქნება მიღწეული", - განაცხადა კაროლინ ლევიტმა.