ისრაელისა და ამერიკის ძალებმა თეირანში, ისპაჰანსა და შირაზში ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" სტრატეგიული ობიექტები დაბომბეს.
იერიშის სამიზნე გახდა რაკეტების საწარმოები და საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც ირანის სამხედრო კომპლექსებს იცავდნენ. ირანმა კი, გასული ღამის განმავლობაში, ისრაელის მიმართულებით სარაკეტო დარტყმების სამი სერია განახორციელა. იერიშების შედეგად არავინ დაშავებულა.
პარალელურად, ისლამურმა რესპუბლიკამ ახლო აღმოსავლეთში ისრაელისა და ამერიკის სამხედრო და სტრატეგიულ ობიექტებზე თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო.
საუდის არაბეთის განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში განადგურებულია ორი უპილოტო საფრენი აპარატი. ყატარის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა კი დოჰაში სარაკეტო თავდასხმა მოიგერიეს.
საერთაშორისო მედია შტატების დაზვერვაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ირანის სამხედრო ძალებმა ჰორმუზის სრუტის დანაღმვა დაიწყეს.