ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის და დელეგაციის ვიზიტი დასრულდა. ბოლო შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გაიმართა, რის შემდეგაც ასამბლეის პრეზიდენტმა მედიასთან ვიზიტი შეაჯამა. დღეს დელეგაცია შეხვდა მიხეილ ყაველაშვილს, საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროებში და სახალხო დამცველის ოფისშიც.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პერე ჟოან პონსი აცხადებს, რომ შეხვედრა ნაყოფიერი იყო:
"ეს იყო გულწრფელი და ნაყოფიერი შეხვედრა. ვიზიტის მთავარი საკითხია, რომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ ყველა აქტორთან. გვქონდა დახურული საუბრები. თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიასთან, პრემიერ მინისტრთან, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან საშუალება გვქონდა წამოგვეჭრა ყველა საკითხი. ძალადობის და ბოიკოტის ნაცვლად ჩვენ ვეყრდნობით დიალოგს. დემოკრატიულმა სისტემამ უნდა დაიცვას ადამიანის უფლებები,"-აცხადებს პონსი.