თბილისის საქალაქო სასამართლოში "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელსაც კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავებიან.
დასკვნითი სიტყვით წარსდგა ბრალდების მხარე. ელენე ხოშტარია საქმის განხილვაში არ მონაწილეობს, ამიტომ ადვოკატს სიტყვის უფლებით არ უსარგებლია. სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია 15 სექტემბერს დააკავეს.
მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი საპატიმრო გირაო ჰქონდა შეფარდებული, რის გადახდაზეც მან უარი განაცხადა.