19 ივნისი 2026,   03:52
ვრცლად
"კურიერისთვის" ცნობილი ხდება, რომ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

"კურიერისთვის" ცნობილი ხდება რომ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. როგორ "რუსთავი 2-ს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას გულისხმობს.

"ივანიშვილი უნდა დაემხოს" - ეს განცხადება ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზე გააკეთა.

აუდიო ჩანაწერი პროცესიდან ანი ნადარეიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში "კურიერს" დაუდასტურეს, რომ ახალაიას განცხადების შემდეგ გამოძიება დამხობის მოწოდების მუხლით დაიწყო.

დღის ამბები