ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივი ბლოკირების ფონზე, ნავთობის ფასმა 2022 წლის შემდეგ, პირველად გადააჭარბა 100-დოლარიან ნიშნულს, - ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
საკითხს ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტიც.
"ნავთობზე ფასების მოკლევადიანი რყევა, რომელიც ირანული ბირთვული საფრთხის საბოლოოდ აღმოფხვრისთანავე მკვეთრად დაიწევს, ძალიან მცირე საფასურია იმ სიკეთესთან შედარებით, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები და მთელი მსოფლიო მიიღებს," - დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ის საკუთარ გვერდზე.