თეირანმა უკვე დაასახელა ირანის ახალი უზენაესი ლიდერი - ირანული მედიის ცნობით, ამ თანამდებობაზე ქვეყნის ასამბლეამ აითოლა ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი აირჩია.
56 წლის მოჯთაბა ხამენეი ირანის უზენაესი სულიერი ლიდერის თანამდებობაზე ექსპერტთა ასამბლეის წევრებმა აირჩიეს.
მედიის ინფორმაციითვე, ვიდრე ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოვალეობის შესრულებას შეუდგება, ქვეყანას სამი წევრისგან შემდგარი საბჭო მართავს. მისი წევრები არიან: ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი, სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი ღოლამჰოსეინ მოჰსენი ეჯეი და მოხალისეთა პარამილიტარული დაჯგუფების ხელმძღვანელი ალირეზა არაფი.