18 ივნისი 2026,   19:58
ვრცლად
ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და "საჰაერო ძალების ბაზების გამოყენების" საკითხი - ტრამპმა და სტარმერმა ტელეფონით ისაუბრეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრმა კირ სტარმერმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ბრიტანეტის პრემიერ-მინისტრის ოფისის პრესსპიკერის განცხადებით, მხარეებმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს შორის სამხედრო თანამშრომლობის საკითხი განიხილეს.

ოფიციალური განცხადების თანახმად, საკითხი მოიცავდა "საჰაერო ძალების ბაზების გამოყენებას რეგიონში პარტნიორების კოლექტიური თავდაცვის მხარდასაჭერად".

"პრემიერ-მინისტრმა ასევე გულწრფელი სამძიმარი გამოუცხადა პრეზიდენტ ტრამპს და ამერიკელ ხალხს ექვსი ამერიკელი ჯარისკაცის დაღუპვის გამო", - აღნიშნულია განცხადებაში. 

 

დღის ამბები